ლიზ ტრასმა "კონსერვატიული პარტიის" ლიდერთა არჩევნებში გაიმარჯვა. ხვალ ის დედოფალს ბალმორალში ეწვევა, რის შემდეგაც პრემიერმინისტრის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს.
ტრასმა 81326 ხმა მოიპოვა, სუნაკიმ 60399 ხმა.
ლიზ ტრასმა პირობა დადო, რომ შეასრულებს თავის დაპირებებს.
მისი თქმით, მას აქვს "გაბედული გეგმა" გადასახადების შემცირებისა და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის ზრდისთვის.
"კონსერვატიული პარტიის" მომავალ ლიდერად საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი ან ფინანსთა ყოფილი მინისტრი, რიში სუნაკი უნდა დასახელებულიყო.
"გაერთიანებული სამეფოს" პრემიერობისთვის თავდაპირველად 11 პრეტენდენტი იბრძოდა.
7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადადგა. სანამ ახალი ლიდერი აირჩევა ჯონსონი საკუთარ მოვალეობებს ასრულებს.
ჯონსონის, როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციის დატოვების გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა კენჭისყრა ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.
კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობამ მას უნდობლობა არ გამოუცხადა.
უნდობლობის გამოცხადების საფუძვლად ჯონსონის ხელისუფლების გარშემო ბოლო პერიოდში მომხდარ რამდენიმე სკანდალურ შემთხვევას: კოვიდრეგულაციების დარღვევით წვეულებების ჩატარებასა და უკვე ყოფილი კონსერვატორი დეპუტატის, კრის პინჩერის მხრიდან სხვადასხვა დროს სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევებს უკავშირდება.